საქართველოში, ფიჭური ანძების მატებასთან ერთად, იმატა მოსახლეობის უკმაყოფილებამ. მოსახლეობა ჯანმრთელობის გაუარესებას ანძების გამოსხივებას აბრალებს. ზოგან მოსახლეობა ითხოვ სატელეფონო ანძების გაუქმებას, მაგრამ უშედეგოდ. სატელეფონო კომპანიები მოთხოვნაზე არ რეაგირებენ. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა აღნიშნული პრობლემით. ჩვენ დაუკავშირდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორს – ვიქტორ ჩიხლაძეს, მან ისაუბრა ფიჭური ანძების ელექტრო მაგნიტური გამოსხივების საფრთხეებზე. ასევე დაუკავშირდით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რათა გაგვეგო ვის უნდა მიმართოს ამგვარი პრობლემის შემთხვევაში მოსახლეობამ.
ბატონო ვიქტორ, ჩვენს ქვეყანაში რამოდენიმე სატელეფონო კომპანიაა და მათი ანძები საქაღთველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპანიები ხშირად, ანძებს დასახლებულ პუნქტებს შიგნით ათავსებენ. გვაინტერესებს, არის თუ არა მავნებელი ანძების გამოსხივება (ხშირად ერთ პუნქტში რამოდენიმე ანძა დგას) ადამიანის ჯანმრთელობისათვის და კონკრეტულად რა სიმპტომები აღენიშნებათ ამ შემთხვევაში მათ?
– გააჩნია ანძების მიერ ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების (ემგ)-ს სიმძლავრეს. ითვლება, რომ ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების 10-15 მიკროვატია. შევთანხმდეთ იმაზე, რომ გამოსხივება არ არის ჯენმრთელობისთვის კარგი, მაგრამ თუ კი ანძები არ დამონტაჟდება ჩვენ ვერ შევძლებთ სატელეფონო კონტაქტს ერთმანეთთან. სხვა თემაა ის, თუ რა სიმძლავრის გამოსხივება აქვთ რეალურად საქართველოში სატელეფონო ანძებს. ჩვენთან, ანძების გამოსხივების სიმძლავრე გაცილებით მეტია, რაც რათქმაუნდა ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის მომტანია. ემგ-ის (ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება) მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა ნერვული, იმუნური და სქესობრივი სისტემები. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ორსულებისთვის. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ემგ იწვევს აუტოიმუნურ დაავადებეს (ფსორიაზი, ვიტილიგო, გაფანტული სკლეროზი და სხვა). შესაძლებელია გაჩნდეს სიმსივნური წარმონაქმნები. ამასთან, ყველაზე დიდ საშიშროებას ამგვარი გამოსხივება წარმოადგენს ბავშვებისათვის, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა. ბავშვის მიერ მობილურის ორ წუთიანმა მოხმარებამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ბიოელექტრული რითმის დარღვევა ლაპარაკის დამთავრებიდან ორი საათის განმავლობაში.
რა რადიუსის ფარგლებში ვრცელდება ანძების ენერგომაგნიტური გამოსხივების უარყოფითი თვისებები?
– ოფიციალურად ითვლება, რომ საშიში ზონაა დაახლოებით 30 მეტრი ანძიდან რადიუსით. ესეგი ეს არის მანძილი, სადაც გამოსხივების დონე ყველაზე მაღალია და ის აღემატება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას, ანუ 10 მიკროვატს კვადრატულ სანტიმეტრზე. მთავარი პრინციპია – ის უნდა იყოს განლაგებული ახლო მდებარე შენობებზე მაღლა (ითვლება რომ, ანტენები ასხივებენ ჰორიზონტალურად), მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ მუშაობს სუპერპოზიციის პრინციპი – პირდაპირი და სხვა შენობებიდან არეკლილი გამოსხივების სიდიდები ჯამდება. რას ნიშნავს ეს – გამოსხივებას, რომელიც ანძებიდან მოდის ირეკლავს მეტალის ნებისმიერ საგანი და უკან აბრუნებს. აი ეს უკან დაბრუნებული სხივები უფრო საშიშია. ანძიდან 30 მეტრის რადიუსის შემდეგ -200-300 მეტრის რადიუსი შედარებით უსაფრთხოა ვიდრე ამ მანძილის შემდგომ პერიფერიაზე. ეს იმიტომ, რომ ანძების გამოსხივება კარგავენ ჰორიზონტალურ მიმართულებას და ეშვებიან ქვევით.
რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებში ანძების გამოსხივების შედეგები აისახოს?
– უარყოფითი ზემოქმედება გროვდება წლების განმავლობაში მიღებული დასხივებით. დრო კონკრეტულად არ არის დადგენილი. დამოკიდებილია ადამიანის იმუნურ სისტემაზეც. ადამიანებზე სხვადასხვა დროის განმავლობაში მოქმედებს ემგ (ელექტრომაგნიტური გამოსხივება).
გამოსხივება ადამიანების გარდა თუ მოქმედებს უარყოფითად გარემოზე?
– რა თქმა უნდა, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება მოქმედებს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე.
რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული სატელეფონო ანძები დასახლებული პუნქტისგან?
– სატელეფონო ანძები ისეა განლაგებული, რომ მისი მოქმედება ვრცელდებოდეს უახლოეს ანძამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, არა ის, რა მანძილით არის საცხოვრებელ პუნქტს დაშორებული, არამედ ის რა სიმძლავრის გამოსხივება აქვს მას და შენობებიდან რა სიმაღლით მაღლა დგას იგი. რაც უფრო მაღლა დგას სატელეფონო ანძები შენობებზე მით უფრო უსაფრთხოა.
არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რათა დავიცვათ თავი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან?
– იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან პირველ რიგში აუცილებელია დავიცვათ მანძილი ობიექტისგან, რომელიც ასხივებს ემგ-ს. ასევე ეკრანირება აუცილებელი დამიწებით – ემგ-ს მავნე გამოსხივებას აბრკოლებს მეტალი რომელიც ირეკლავს სხივებს და არ ატარებს მასში. ამიტომ, გირჩევთ ფანჯრებს დაუყენოთ მეტალის ბადეები და დაამიწოთ იგი, რათა გამოსხივება წავიდეს მიწაში და არ დაბრუნდეს უკან. სატელეფონო ანძების ემგ მაშინ უფრო მოქმედებს ჩვენზე, როცა ტელეფონით სარგებლობთ ამიტომ –
- არ ისარგებლოთ მობილური ტელეფონით აუცილებელი საჭიროების გარეშე
- ისაუბრეთ უწყვეტად არაუმეტეს 3-4 წუთისა; საუბრებს შორის გააკეთეთ ინტერვალი არანაკლებ 15 წუთი.
- 8 წლის ასაკამდე ბავშვებს არ მისცეთ მობილური ტელეფონის სარგებლობის უფლება. უფროსი ასაკის ბავშვებს კი, არ ჩამოკიდოთ ტელეფონი კისერზე, ჩაუდეთ ის ჩანთაში. მაგალითად: ინგისში, ბანგლადენში, ასევე იაპონიაში სკოლებში მოსწავლეებს აკრძალული აქვთ მობილური ტელეფონის ტარება.
- მანქანის მართვის დროს არ ისარგებლოთ მობილური ტელეფონით.
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძიე აცხადებს და განმარტავს, რომ: „მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში შესული ანძების ელექტრომაგნიტური გამოსხივების გაზომვა. თუ ფიჭური ანძების გამოსხივება არ აღემატება ზღვრულ დასაშვებ ზონას ფიჭურ კომპანიებს აქვთ უფლება ანძები დარჩეს დადგმულ არდგილზე. ანძების განთავსება, ზენებართვების გაცემა კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციაში შედის“.
თამარ გვირჯიშვილი