ჭიათურის მერიის წინ გაფიცული მაღაროელები აქციას მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი, ამირან მაჩიტაძე ამბობს, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.
imedinews-ს “ჯორჯიან მანგანეზის” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გაფიცულ მაღაროელებს წუხელვე შეხვდნენ და მოლაპარაკებებს დღესაც განაგრძობენ, ოფიციალურ განცხადებას კი უახლოეს ხანში გაავრცელებენ.