5 წლის წინ სტუდენტმა გოგონამ წერილი მოგწერეთ, ვიცი ის წერილი არ წაგიკითხვთ. (თქვენთვის პირადად არ გამომიგზავნია ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე გამოვაქვეყნე, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.) მაშინ თქვენი მმართველობა ჯერ 2 წლის დაწყებული იყო და თქვენც ახალი გადასული იყავით პოლიტიკიდან სამოქალაქო საზოგადოებაში. იმ დროსაც ქაოსური მგდომარეობა იყო ხელისუფლებაში და ამ ყველაფრის გამართლება ჯერ კიდევ იმით შეიძლებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობისგან მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ. ჩემს წერილს იმითი ვიწყებდი თუ როგორ აღფრთოვანებას იწვევდით ჩემში, მაშინ როდესაც თქვენი ვინაობა ჯერ კიდევ ძალიან ცოტამ იცოდა და როდესაც თქვენზე ლეგენდები დადიოდა. ჩემს წარმოსახვაში ეს ყველაფერი კეთილი ზღაპარი იყო და მეც მჯეროდა ამ ზღაპრების. ზღაპარს არა იმიტომ რომ ეს შეთხზული ამბები იყო, არა პირიქით გულუბრყვილოდ, ბავშვურად მიხაროდა რომ არსებობდა ადამიანი ვისაც გულწრფელად უყვარდა საკუთარი სამშობლო და ანგარება არ ამოძრავებდა. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ ვერ გეტყვით არსებობს კი დღეს საქართველოში თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული პოლიტიკოსი? მე ამას ვერ ვხედავ. მე ამის არ მჯერა… 2 წლის შემდეგ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა და დღესაც არ მიმიღია ამ კითხვებზე პასუხი. მე მაშინ გითხარით რომ ადამიანებმა თქვენთან ერთად დაიწყეს ოცნება უკეთეს მომავალზე, უკეთეს ცხოვრებაზე და მთელი გულით გთხოვეთ რომ მათთვის ოცნების სურვილი არ დაგეკარგათ. მე მაშინ შეგახსენეთ საქართველოს ისტორია და ისიც თუ რამდენჯერ გადარჩა ქართველი ერი, იმიტომ რომ მათ სამშობლო უსაზღვროს უყვარდათ საკუთარი ნაკლითა და ღირსებით. თქვენზე დაკისრებული პასუხიმგებლობის შესრულებისაკენ მოგიწოდეთ, რომელიც მაშინ აიღეთ როდესაც საქართველოს მილიონობით მოაქალაქეს გვერდში დგომა თხოვეთ და ისინიც გვერდში დაგიდგნენ . კიდევ ბევრი რამ ეწერა იმ წერილში მაგრამ მთავარი იყო ის რომ მოსახლეობას მაშინ ჯერ კიდევ ქონდა იმედი, იმედი უკეთესი საქართველოსი, იმედი ოცნებების ასრულებისა…
და რა ხდება დღეს, 7 წლის მერე, მას შემდეგ რაც თქვენ მოხვედით ქვეყნის სათავეში? დავივიწყოთ ეკონომიკური მგდომარეობა, დავივიწოთ სოციალური მდგომარეობა, დავივიწოთ ეკოლოგიური მდგომარეობა, დავივიწოთ განათლების სისტემა, დავივიწყოთ კრიმინოგენური ვითარება, დავივიწყოთ ერთი წამით ყველაფერი დავივიწყოთ და დღევანდელობაზე ვისაუბროთ.
ქვეყანა-რუსეთი, დედაქალაქი-მოსკოვი… ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, ქვეყანა რომელმაც წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ქვეყანა რომელთანაც უახლეს ისტორიაში 8 აგვისტო გვაკავშირებს, ქვეყანა რომელიც ოდითგანვე გვებრძოდა და ოდითგანვე სურდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოკიდებლობის, სიამაყის, ღირსების…მისაკუთრება, რამდენჯერ დავაღწიეთ თავი ამ ქვეყნის ლაგამს და რამდენჯერ გავაქროლეთ მერანი თავისუფლებისაკენ, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რუსეთი ჩვენი მტერია და ამას კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან არ დაესმის, ეს არის წინადადება რომლის ბოლოსაც მრავალი ძახილის ნიშანი უნდა ეწეროს. რუსეთი ჩვენი მტერია !!!!!!!!! 20% პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიებისა, გავლებული მავთხულხლართები, ადამიანების მოტაცება, მკვლელობა და ა.შ. ჩვენი მტერია რუსეთის ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის მეთაურობით.
ეს არც დღეს გაგვიგია, არც გუშინ… ეს ყველაფერი უკვე მრავალი წელია ვიცით და გასისლხორცებული გვაქვს. ან კი როგორ შეიძლება რომ ასე არ იყოს როდესაც ამდენი ქართველი ადამიანის სისხლია რუსეთის სახელმწიფოს კისერზე.
და წარმოიდგინეთ XXI საუკუნეში, როდესაც განვითარებადი სახელმწიფო გვქვია, როდესაც ამბიცია გვაქვს დანარჩებნ მსოფლიოს შევედაროთ, როდესაც სახელმწიფოში ყველაფერი დაგეგმილად უნდა ხდებოდეს, როდესაც ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში მე ასეთი წარმოდგენა მაქვს განვითარებად სახელმწოფოზე. ერთი დილასაც ვიღვიძებთ და ვხედავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებული რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე გვესაუბრება… ერთი წამით ეს ყველაფერ სიზმარი მეგონა, მერე საშინელი სირცხვილი ვიგრძენი, მერე საშინელი დამცირება, არ ვიცი ერთად რამდენი ემოცია დამეუფლა, დიახ ეს საქართველის თითოეული მოქალაქის დამცირება იყო. შემდეგ გამიჩნდა უამრავი კითხვა, ვერ მივხვდი რა მოხდა? რატომ მოხდა? რისთვის მოდა? როგორ მოხდა? და აღმოჩნდა რომ ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს. არავინ ოცოდა როგორ მოვხდა სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ამაზე პასუხი არ ქონდა. როგორც ჩანს იგი პარლამენტში მოტყუებით შევიდა, საკუთარი ვინაობა დამალა და მისი იქ შესვლა დაცვის ბრალი იყო, რომელმაც ის ვერ იცნო. სავარძელში ჩაჯდომის დროსაც სავარაუდოდ არაამქვეყნიური ძალა გამოიყენა და პარლამნტის დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს ბერძენ დიპლომატად წარმოუდგა, რომელსაც სხდომა უნდა წაეყვანა. (თურმე შესანიშნავად ფლობს ბერძნულს) ან შესაძლებელია უჩინმაჩინის მოსასხამს ამოფარებული უცებ წამოსკუპდა თავჯდომარის სკამზე და მხოლოდ იქ მოკალათების შემდეგ აჩვენა მისი ნამდვილი სახე. ბევრი ზღაპრული ამბის მოფიქრება შეიძლება ამ ფაქტზე, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხმა ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა. ის რომ გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის სკამზე აღმოჩნდა იყო პროტოკოლის შეცდომა და არც ერთმა პასუხიმგებელმა პირმა ამის შესახებ არ იცოდა. ეს რომ სულ სიმართლე ყოფილიყო ამის თქმა უნდა შეგრცხვენოდათ, მაგრამ რა სირცხვილზეა საუბარი როდესაც არც ამ ამბის გაჟღერების შემდეგ არც ერთმა პირმა არ აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე, საქართველოს თავმჯდომარემ იმ წამსვე ვერ იგრძნო პასუხისმგებლობა რომ ბოდიში მოეხადა საზოგადოებისათვის, დაუყონებლივ დაბრუნებულიყო ქვეყანაში და გაეკეთებინა ის რაც უნდა გაეკეთებინა.
ხალხის შეკრება გარდაუვალი იყო რადგან ყველა ნაკლისა და ღირსების მუხედავად ქართველი ხალხი არავის პატიობს ღირსების აყრას და დიახ თქვენ ქართველ ხალს ღირსება აყარეთ და ამაზე პასუხისმგებლობის აღება არც კი მოინდომეთ. ამდენი ხნის განმავლობაში თქვნგან ადეკვატურ პასუხს მოითხოვდა საზოგადოება და თქვნ მათ დასცინეთ. როდესაც ყველაფერი პროტოკოლის შეცდიმად შერაცხეთ. გამოვიდა ქართველი ხალხი საკუთარი ღირსების დასაცავად ქუჩაში და წამოგიყენათ საკუთარი მოთხოვნები. თქვენ აქაც დაიცადეთ, ალბათ გინდოდათ გენახათ რამდენდ სერიოზული იყო მათი შემართება. ის ვერ განსაზღვრეთ რომ იმ ხალხს სამშობლოს სიყვარული და სიამაყის გრძნობა ამოძრავებდა, ის ვერ განსაზღვრეთ რომ ისინი უკან აღარ დაიხევდნენ. კი ნამდვილად იყო პარლამენტში შევარდნის მოწოდება და მცდელობა.. კი ეს ყველაფერი იყო თავიდან, მაგრამ აქვე იყო გამწარებული ხალხის მოლოდინი რომელიც თქვენგან პასუხს ითხოვდა, პასუხი კი არსად ჩანდა, არსაც ჩანდა მოქმედება… ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რომ ასე არ დაეცემოდით და ძალას არ გამოიყენებდით, დარწმუნებული ვარ ასე იყო აქციაზე მყოფთა უმრავლესობა. ისინი იქ თავისუფლად იდგნენ და თქვენ ეს თავისუფლებაც წაართვით. გაუშვით გაზი და დამიზნებით ესროლეთ ტყვიები, დამიზნებით რათა საბოლოოდ დაგესვათ დაღი მათთვის. არ ვიცი ვერ წარმოვიდგენ, არც წარმოვიდგენ, მაგრამ გული მერევა როდესაც კადრში იმ სპეცრაზმელის კმაყოფილ სახეს ვხედავ, რომელიც დამიზნებით ისროდა ტყვიებს. გული მერევა როდესაც ვხედავ იმ კადრს სადაც დაჩოქილ ადამიანს ტყვიას ესვრიან, გული მერევა როდესაც უკვე დაშლილ ხალხს ქუჩებში მისდევენ და ძალადობენ მათზე, გული მერევა როდესაც თავისუფლების და საკუთარი სამშობლოს ღირსებისთვის მებრძოლ ახალგარდებს იჭერენ, აბრმავებენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)… ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება როდესაც საქართველოს პრემიერ -მინისტრი გამოდის და ამბობს რომ ტყვიები და გაზი ეს ნაციონალური მოძრაობის სახეა და რომ თქვენ აქამდე არ დაეცემით. 10 წუთში კი ეს ყველაფერი იწყება. კი, ეს ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის სახე იყო და ახლა თქვენიცაა. შეეშვით იმაზე საუბარს თუ რა ცუდია ნაციონალური მორაობა, ეს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომაც გავუშვით ისინი ხელისუფლებიდან. ყველას კარგად გვახვსოვს 7 ნოემბერი, 26 მაისი და კარგად დაგვამახსოვრდება 20 ივნისიც. შეეშვით იმის მტკიცებას, რომ ვინც პროტესტს გამოხატავს ყველა ნაციონალია. კარგად ვიცით რასაც წარმოადგენენ ნაციონალები, იმასაც კარგად ვხედავთ როგორ უტიფრად გამოდიან დღეს და უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო რაც თავად მრავალგზის აქვთ გაკეთებული, სახეში ნაცარს გვაყრიან, იმასაც ვხედავთ რომ თავად სურთ სადავეების ხელში აღება და სიტუაციის სათავისოდ გამოყენება. ეს მათი ბუნებაა, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელნი… ვიცით, ამას ვხვდებით, მაგრამ ესეც თქვენი ბრალია. თქვენი ბრალია ის, რომ დღეს მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. თქვენი ბრალია რომ თავის დროზე არ მიუჩინეთ საკუთარი ადგილი. ახლა ნუღარ ბედავთ ჩვენ გვასწავლოთ რას წარმოადგენს ეს ძალა. ქართველი ხალხი ბრძენია და აღარ დაუშვებს მათ სათავეში მოსვლას. იმაზე კი არ უნდა საუბრობდეთ რა ცუდები არიან ისინი, იმაზე უნდა საუბრბდეთ რა კარგები ხართ თქვენ. მაგრამ სამწუხაროდ ამაზე საუბარი დღეს საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია. როგორ მაინტერესებს რა ძალა აქვს ამ ძალაუფლებას რომ ესე შეუძლია ადამინს დააკარგვინოს ყველანაერი შეგრძნება, ღირსება, თავმოყვარეობა…ადამიანს დააკარგვინოს ადამიანობა.
თუმცა კარგად ვიცი რა ძალა აქვს სამშობლოს გულწრფელ სიყვარულს, რა ძალა აქვს ქართველ ხალხს, რა ძალა აქვს მომავალ თაობას, რა ძალა აქვს სიმამაცეს, რა ძალა აქვს ღირსებას, რა ძალა აქვს ერთიანობას და ამ ძალას ყველასა და ყველაფრის წალეკვა შეუძლია ამ ქვეყნად. მე მეამაყება რომ ვარ ქართველი, ვარ იმ ერის შვილი რომელიც მზადაა ყოველთვის დაიცვას საკუთარი ქვეყის ღირსება. არ აქვს მნიშვნელობა დროს. საუკენეს… სწორედ ასე მოვედით აქამდე და სწორედ ასე ვიქნებით მარადიულად. იცით რა მახარებს ყველაზე მეტად რომ დღევანდელ ახალგაზრდობას მართლა გულწრფელად ტკივათ საკუთარი სამშობლო, და ამ გულწრფელობაში იმოდენა სიყვარულია.
ამ ყველაფერზე ზუსტად თქვენ გესაუბრებით, იმიტომ რომ თითოეული მომხდარ ფაქტზე თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რადგან თქვნ დაპირდით ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი გენდოთ თქვენ. არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ ახლა პოლიტიკაში, სახლში, ბაღში თითოეულ ნაბიჯზე უნდა გრძნობდეთ პასუხისმგებლობას. როდესაც ამდენი რამ არის სათქმელი არ შეძლება იყო ჩუმად, როდესაც ამდენი რამ არის გასაკეთებელი არ შეიძლება იყო უმოქმეოდოდ. ვფიქრობ რამდენ რამეს შევცვილი თქვენ ადგილას და მერე მიჩნდება კითხვა ამას რატომ არ აკეთებთ თქვენ? ვიცი სათქმელად მარტივია და ალბათ რამდენი რამ იმალება ამ ყველაფრის უკან, რასაც ჩემი გონება სავარაუდოდ ვერ კი ჩაწვდება. მაგრამ ვიცი რომ შეუძლებელი არაფერია და ამის მაგალითად თქვენ საკუთარი ცხოვრება გაქვთ, თქვენ შეძლით და ნულიდან მილიარდელი გახდით. ვიცი ეს არც მარტივი გზა იყო და არც ვარდებით მოფენილი, მაგარამ სამაგიეროდ ეს დასტურია იმისა რომ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია. და ახლა მე მინდა გთხოვოთ მოინდომეთ, მოინდომეთ რომ ჩვენს ქყვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს, ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ, არ შეიძლება ასეთი ქყვეყნის, ასეთი მოსახლეობა, ასე ცხოვრობდეს. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ქვეყნის შველა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და სხვებს ამის უნარი არ შეწევს, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ. ცვლილებები პირველრიგში საქართვლოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, უბრალოდ ის რაც თქვენ შეგიძლიათ აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ისევე როგორც ჩვენ ყველამ. ოჰ როგორ მინდა კვლავ მჯეროდეს ზღაპრების და კეთილი დასასრულის… ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.