ისტორიულად, ქალებმა არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტში საკუთარი კანდიდატურების წარდგენია უფლება დროთა მანძილზე, საუკუნეებია კვალდაკვალ მოიპოვეს. დღესაც, 21-ე საუკუნეში არსებობა ქვეყნები, სადაც ქალებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების შეზღუდული უფლებები აქვთ.
თანამედროვე საქართველოში, ტენდენციას თუ შევაფასებთ, სულ უფრო მეტი ქალი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ შედარებითია და მაინც აშკარაა, რომ პარლამენტში მამაკაცების რაოდენობა მკვეთრად აღემატება ქალების რიცხვს.
ამ მოცემულობის მიზეზებზე „თბილისი თაიმსი“ გენდერისტს, მარი მესხს ესაუბრა. როგორც მესხმა აღნიშნა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქალებს არ აქვთ პოლიტიკური მოღვაწეობის თანაბარი შესაძლებლობები – რომ ისინი დიდი რაოდენობით იყვნენ წარდგენილნი პარლამენტში.
მისივე შეფასებით, აქ საუბარი არ არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა უუნარობაზე, არამედ იმაზე, რომ აქ არის საზოგადოების და ა.შ. გავლენის ეფექტი.
„რა შეფასებებსაც მე ბოლო პერიოდის განმავლობაში ვეცნობი, იკვეთება, რომ დაუცველია ადამიანთა პირადი ცხოვრება. ეს განსაკუთრებით ქალებზე აისახება. ხშირად ხდება პირადი ცხოვრებით მანიპულირება. ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში ამას აბსოლუტურად განსხვავებული ეფექტი აქვს საზოგადოებისთვის“, – განმარტავს გენდერისტი.
ავტორი: მარიამ ტიელიძე