იაპონია ემზადება სახელმწიფო საიდუმლოების ხასიათის ინფორმაციების გამავრცელებლებისთვის მძიმე სასჯელის გამოსატანად. ამის შესახებ კანონპროექტი მიღებულ იქნა მინისტრთა კაბინეტში და ახლა დამტკიცებას ელის პარლამენტისგან.
თუ დამტკიცდება, რომ ინფორმაცია ატარებს სახელმწიფო საიდუმლოების ხასიათს, ინფორმაციის გამცემს გამოეტანება 10, გამავრცელებელს კი 5 წლით სასჯელი.
კანონპროექტით, სახელმწიფო საიდუმლოების ხასიათის ინფორმაციბის ცოდნა ევალებათ მხოლოდ მინისტრებს მათ მოადგილეებს და მაღალი რანგის ჩინოვნიკებს.
ინფორმაცია 5 წლის ვადით იქნება გასაიდუმლოებული. მაგრამ მინისტრთა საბჭოს შეუძლია ეს ვადა აიყვანოს 30 წლამდე. იაპონიის სახელმწიფო მინისტრის იოშიჰაიდ სუგას განცხადებით კანონპროექტს უმოკლეს დროში დაამტკიცებენ პარლამენტში.
კანონპროექტმა, იაპონიაში პრესის თავისუფლების შესახებ დებატებიც გამოიწვია.
გაზეთებმა გააკრიტიკეს საკითხი და განაცხადეს, რომ, მსგავსი კანონპროექტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის წინანდელი იაპონიისთვის.
ჟურნალისტების ცნობით, ჩინეთთან ურთიერთობის, ბირთვული კატასტროფის გამომწვევი ფუკუშიმა დაიჩის ბირთვულ სადგურში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების დაწერისას მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
”სახელმწიფო საიდუმლოების” მცნება თვითონ ბუნდოვანია. იმასაც შეგახსენებთ, რომ აქამდე იაპონიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციები.
29.10.13