• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“კულინარიული ექსპედიცია” – ქართული კერძების პოპულარიზაციის ხორცშესხმული იდეა

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი მოვლენები
A A
“კულინარიული ექსპედიცია” – ქართული კერძების პოპულარიზაციის ხორცშესხმული იდეა
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შეიძლება ითქვას, ყველა ადამიანს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაღაც კონკრეტულის მიმართ. ამ “რაღაცას” სხვადასხვა პიროვნება სხვადასხვა ასაკსა და გარემოებაში პოულობს. შემდგომ, მუდმივად მისი განვითარებისკენ დგამს ნაბიჯებს.

ქეთი კვიჭიძისთვის გამორჩეულად საინტერესო კულინარია და მასთან დაკავშირებული მოცემულობები აღმოჩნდა. ჯერ კიდევ  2016 წლიდან ის საკუთარი იდეის აქტიური მიმდევარია – დაიწყო “კულინარიული ექსპედიციები”.

ქართული კულინარია მისთვის გენიალურია. ხსენებული “ექსპედიციების” შესაძლებლობა კი მისთვის იმან განაპირობა, რომ მიიჩნია, მისი პოპულარიზაციისთვის სათანადოდ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი.  მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ღვინის კულტურა ზენიტშია.

“ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, ჯერ თავი მომეყარა, მერე კი მეზრუნა უძველესი ქართული და საქართველოსთან ასოცირებული კერძების პოპულარიზაციაზე.  არ მქონია იმის ამბიცია, რომ ამას ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა, ბევრი ვეძიე და ვერავინ დავაინტერესე. ბოლოს გადავწყვიტე, თავად მომეკიდა ხელი.. მანამდეც არსებობდა გარკვეული მცდელობები კულინარიის შესწავლისა და ფართო მასებთან მიტანის, უპირველესად, ეს დიდმა ქართველმა მეცნიერმა, ივანე ჯავახიშვილმა მოახერხა, იყვნენ ცალკეული მკვლევრებიც, ვისი სახელებიც ახლა, ალბათ, ცოტამ თუ იცის“, – ამბობს ქეთი.

მისთვის ქართული გემოები განსაკუთრებულია. მოულოდნელობისგან გაოცებულიც არაერთხელ ყოფილა იმის გამო, რომ ქართულს უცხოურით ანაცვლებდნენ, უბრალოდ, სრულიად შეუსაბამოდ.

ქეთი საკუთარი პროექტის შესახებ ადრეული ეტაპის ამბობს, რომ მისთვის გაჩნდა შანსი, ხმამაღლა გაეჟღერებინა საკუთარი იდეა. ამ შანსმა დიდი წარმატებით ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა “კულინარიულ ექსპედიციებს”. მან მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, საინგილოსა  და ლაზეთში რამდენჯერმე იმოგზაურა.

“ძალიან  ვნერვიულობდი. თან ჩემი ხასიათი, სიფიცხე არ მაძლევს მოსვენების საშულებას. კულინარიული ექსპედიცია იდეის დონეზე არსებობდა და ვეძებდი თანამზრახველს. ასეთი, მწერალი, კინოსცენარისტი და კულინარიისა და ღვინის ასევე მოყვარული – გურამ მეგრელიშვილი აღმოჩნდა, ასევე, ფოტოგრაფი – სალომე გრიგოლაშვილი, რომელმაც უნიკალური ფოტო არქივაცია მოახდინა და მეცენატი ბესო ჩიხრაძე, რომელმაც მოგზაურობა დაგვიფინანსა. კულინარიული ექსპედიცია და “ფეისბუქის” გვერდიც გავხსენით. პირველივე პოსტმა  დიდი ინტერესი გამოიწვია და მთელი ექსპედიციის ვიდეოარქივიც გავაკეთეთ. უნიკალური კადრები გვაქვს. ვმუშაობთ რეცეპტების წიგნზე, სადაც მთელი ექსპედიციის მასალა შევა, რომლის გამოცემაც ცოტა გაგვეწელა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგრამ ვფიქრობ, მალე გამოვცემთ”, – ასე აფასებს ქეთი სწორედ თავისი იდეის განხორციელების ადრეულ ეტაპს და მიმდინარე გეგმებზეც საუბრობს.

ეს იყო გზა, რომლითაც მან უძველესი ქართული და საქართველოსთან ასოცირებული კერძების პოპულარიზაციაზე ზრუნვა დაიწყო. ეს გახლდათ  ნაბიჯი, რომელმაც წარმატება მოუტანა და, რაც მთავარია, ხორცი შეასხა იდეას, გეგმას, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, გამოვიყენოთ ქართული, ასეც უნდა მოვიქცეთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის გემოები და რესურსი უძველესია, უნიკალური და გამორჩეული.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In