ქრისტიანობა ერთ, ყოვლისშემოქმედ ღმერთს აღიარებს. ამავდროულად, ქრისტიანს სწამს და ამით განსხვავდება ქრისტიანობა სხვა მონოთეისტური რელიგიებისგან , რომ ღმერთი არა მხოლოდ ერთია, არამედ სამპიროვანიც არის. ქრისტიანი თაყვანს სცემს მამას, ძესა და სულიწმიდას, ანუ სამებას. სამება არ არის სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი სამ პიროვნებაში (ჰიპოსტაში), ანუ სამი პირი ერთი ღვთიური არსებაა. სამი რომ ერთია, ლოგიკურად ვერ შეიმეცნება. მისი შემეცნება მხოლოდ რწმენის ძალით არის შესაძლებელი.
ქრისტიანობა აღიარებს სამებას. მისი წარმოდგენა ისევ და ისევ ბუნების მოვლენების ანალოგიით ხდება შესაძლებელი. წმიდა მამებს სამების არსის წარმოსაჩენად ხილული ბუნებიდან მოჰყავდათ მაგალითად მზე, რომელიც არსებობს თავისთავად, მაგრამ იმავე დროს იძლევა სხივებს და ანათებს და არ იყოფა ნაწილებად. ღვთაებრის სამებაში მამა შეუქმნელია, ძე- მარადიულად შობილი, სულიწმიდა კი- მამისგან გამომავალი და ძის მეშვეობით მოვლენილი ამქვეყნად.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილი.