დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს. ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ვიზეარი მარტის ბოლოდან ანახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა.
მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით”, – განაცხადა მინისტრმა.