როგორც წესი, ჩვენ ზაფხულის მოახლოებას ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდებით. გვიყვარს ამ სეზონის სიფერადე, სიხალისე, თბილი ამინდები, მზე, ზღვა და დასვენება. სააქართველოს საინტერესო გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, გვაქვს საშუალება, დასასვენებლად ჩვენს ხასიათსა და სურვილებზე მორგებული კურორტი შევარჩიოთ.
რამდენიმე მათგანი დამსვენებლებისთვის გამორჩეულად სასურველია.
შეიძლება ითქვას, ბათუმი მათ შორის პირველ ადგილს იკავებს. ყველა სეზონზე განსხვავებულად საინტერესო ქალაქი, რომელიც მუდამ გვენატრება. ინფრასტრუქტურა, ხედები, გარემო, სიგრილე – აქ ყველაფერი მართლაც რომ დაუვიწყარია.
ურეკი – აღნიშნული კურორტი განსაკუთრებულად ცხელი ზაფხულით ხასიათდება. გარდა იმისა, რომ აქ დასვენება სასიამოვნოა, მისთვის დამახასიათებელია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშა. ეს ნიშნავს იმას, რომ ურეკს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებიც აქვს.
ბორჯომი გამორჩეულია იმით, რომ ის ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. ყველასთვის კარგად არის ცნობილი მისი მინერალური წყალი, რომელიც ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის გამოიყენება.
ბეშუმი – ის განსაკუთრებულია თავისი სილამაზით, სიგრილით, სიმყუდროვით… გამორჩეულია ადგილია მათთვის, ვისაც მთა უყვარს. ბეშუმი წიწვიანი ტყეებით არის მდიდარი. გარდა ამისა, აქ მკურნალობენ ისეთი დაავადებების მატარებლები, როგორებიცაა სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ბავშვთა ქრონიიკური დაავადებები. ამ ყველაფრისთვის ხელსაყრელი პერიოდი ივნისი-სექტემბერია.
სიღნაღი ყველაზე სეზონზე ულამაზესია. თუმცა, ბევრისთვის აქ სეირნობა ზაფხულში უფრო მიმზიდველია. ეს პატარა ქალაქი საოცარი ხედებით ხასიათდება. “სიყვარულის ქალაქში” ყოველთვის სასიამოვნო გარემოა.
შოვი რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთში მდებარეობს. ის არის კლიმატურ/ბალნეოლოგიური კურორტი. სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის ის სასურველი ადგილია. გარდა ამისა, აქ მართლაც ენით აღუწერელი ბუნებაა. შოვი სიგრილით ხასიათდება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ