ახალ შტამზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ე.წ. მიუ შტამს, რომლის აღმოჩენის შესახებ ჯანმომ განაცხადა.
„ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ყველა იმ კომენტარს, რომელსაც საკმაოდ წარმატებული მეცნიერები აკეთებენ და შესაბამისად მოხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს როგორც ამ შტამის მაქსიმალურად გვიან შემოღწევას, ასევე უკვე დაფიქსირების შემთხვევაში მის ეფექტიან მართვაზე იმსჯელებს კლინიკური ჯგუფი“, – თქვა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.