სოფიაში გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა ბულგარელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. იასენ პეტროვმა მისი გუნდის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ფაქტი, რომ მას ძირითადში 9 ფეხბურთელი ჰყავდა შეცვლილი და მისმა გუნდმა მაინც მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა, განსაკუთრებით ახარებს.
“მოხარული და აღფრთოვანებული ვარ თამაშის ხარისხით, რაც გუნდმა აჩვენა. შემადგენლობაში 9 ახალი ფეხბურთელი მყავდა, რომელთაც მაღალი დონე აჩვენეს და მსურს მათ ეს დავუფასო და მადლობა გადავუხადო. ნამდვილად არ მახსოვს ბოლოს 4 გოლი როდის გავიტანეთ. ჩვენ გავუშვით ერთი გოლი, თუმცა ამ მომენტზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, რაგან მსაჯის კრიტიკის გამო, ერთი ყვითელი ბარათი ისედაც მივიღე.
ამ ციკლში როტაციას მივმართავთ, რადგან, ღმერთმა იცის, რომ გვაქვს სირთულეები და გამოწვევები, თუმცა როდესაც როტაციის ფეხბურთელები ასე კარგად თამაშობენ ეს ყველაზე სასიამოვნოა. საშუალო სტატისტიკურმა ბულგარელმა შესაძლოა თქვას, რომ ჩვენ სუსტ მეტოქესთან გავიმარჯვეთ, თუმცა საქართველო საკმაოდ კარგი გუნდია, დღეს მათ ურიგოდ არ უთამაშიათ”.
ბულგარეთმა სანაკრებო პაუზაზე, იტალიასთან 1-1 და ლიეტუვასთან 1-0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4-1 სძლია.