2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა, ხოლო იგივე პერიოდში ქვეყანაში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებში კოვიდით გარდაცვლილებიც შედიან. წინასწარ მაჩვენებლებს საქსტატი აქვეყნებს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (717) და ქვემო ქართლში (195).
მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ბავშვი დედაქალაქში დაიბადა – 7 101, აჭარაში – 2 556; გურიაში – 521; იმერეთში 4 286, კახეთში – 1 822; მცხეთა-მთიანეთში – 506; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში – 123; სამეგრელო და ზემო სვანეთში – 1 529 სამცხე-ჯავახეთში – 926; ქვემო ქართლში – 2 499 და შიდა ქართლში – 1 487.
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, მაჩვენებლით აქაც თბილისი ლიდერობს, 7 776 გარდაცვლილით, აჭარაში პირველ 6 თვეში – 1 839 ადამიანი გარდაიცვალა; გურიაში – 930; იმერეთში – 4 286; კახეთში – 2 271; მცხეთა-მთიანეთში – 748; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში – 377; სამეგრელო და ზემო სვანეთში – 2 501; სამცხე-ჯავახეთში – 970; ქვემო ქართლში – 2 304; შიდა ქართლში – 1 819.
2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.