ბელორუსიის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო თურქმენეთში ჩავიდა. მას ბუნებრივი აირით მდიდარ თურქმენეთთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება სურს.
ბელორუსიის ლიდერის თურქმენეთში ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის 11 ხელშეკრულება გაფორმდა.
თურქმენეთის ლიდერი ბერდიმუჰამედოვი დადებითად შეხვდა უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების წინადადებას და მუშაობის დაწყების სურვილი გამოთქვა.
ბელორუსია თურქმენეთში დიდი ოდენობით სამუშაო და სამეურნეო ტექნიკას ჰყიდის.
ლიდერებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის 400 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად ახალ სამუშაოებს ჩაატარებენ.
06.11.13