მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ცნობილია თავისი არქიტექტურული შესაძლებლობებით. თუმცა არსებობს ისეთი ტაძრები და ეკლესიები, რომლებიც ყველას აზრით, მართლაც გამორჩეულია. ქვემოთ გთავაზობთ 5 ყველაზე გამორჩეული ეკლესიის დასახელებასა და მოკლე ისტორიას
ერთ-ერთი გამორჩეული ეკლესია არქიტექტურული კუთხით გახლაბთ მე-20 საუკუნის ბაზილიკური ტაძარი, რომელიც კოლუმბიის სამხრეთით, ნარინოში მდებარეობს და მდინარე გუაირარას მშვენიერ ხედს გადაჰყურებს. ტაძრი მარია მენინესის სმენადაქვეითებული ქალიშვილის საპატივცემულოდ ააგეს და ორი საუკუნეო თვალსაჩინოდ უფრთხილდებიან მის თითოეულ დეტალს.
კიდევ ერთი გამორჩეული ეკლესია ნორვეგიაში მდებარეობს და borgun stavkyrkje-ს სახელითაა ცნობილი. იგი მე-19 საუკუნით თარიღდება და გარკვეულწილად უცნაური არქიტექტურითაც გამოირჩევა. მისი ფორმა, ფერი და ირგვლივ არსებული სასაფლოები მართლაც საშიში ზღაპრის შთაბეჭდილებას ტოვებს. არქიტექტურულად, ერთი შეხედვით არაფერია, თუმცა 1898 წლისთვის ეს ის იშვიათი ნიმუში იყო, რომლის მსგავსიც მსოფლიოში თითქმის არ არსებობს.
თითქმის ყველა მნახველს გაოცებულს ტოვებს ავსტრიაში მდებარე, Karlskirche-ს სახელწოდებით ცნობილი ეს თეთრი მშვენებაც, რომელიც ჩარლზ VI-ის მმართველობის შემდეგ აქტიურად იღებს ტურისტთა დიდ ნაკადს. მე-18 საუკუნის ამ კათოლიკური ეკლესიის წინ ულამაზესი ხედი იშლება..
არქიტექტურითა და ინტერიერით გამორჩეული ეკლესია მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მნახველს იღებს. ხშირად ამბობენ, რომ ფოტოებით ეკლესიის რეალური სახის გამოხატვა და აღქმა საკმაოდ რთულია. მის არქიტექტურაში იკვეთება რუსული კულტურისთვის დამახასიათებელი შტრიხები, ხოლო ჩუქურთმები და წვეტოვანი დაბოლოებები კი კავკასიური კულტურის გამოძახილია.
კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურისა და ფერების მქონე კათოლიკური ეკლესია ბრაზილიაში მდებარეობს და მეოცე საუკუნით თარიღდება. მოდერნისტული სტილის ეს საოცარი შენობა ყველა შტრიხით გამორჩეულია. ფერები, შეხაემა, წყობა და ინტერიერი- ეს ის დეტალებია, რაც მას სხვა ეკლესიებისგან გამოარჩევს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა