მთაწმინდაზე აღმოჩნდა კახა კალაძისთვის მოპარული და მელიას მხარეს გადადებული ხმების მთელი დასტა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
,,რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე აღმოჩნდა კახა კალაძისთვის მოპარული და მელიას მხარეს გადადებული ხმების მთელი დასტა. სადაც ერთი და მეორე კანდიდატის მონაცემები იკრიბება ხოლმე, 10 ბიულეტენიანი დასტა იყო მოპარული და გადადებული მელიას ხმების მხარეს. ასევე იყო ფაქტი პირველ ტურზე, როდესაც ქალბატონმა ასეთი დასტა ჩაიდო ჩანთაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.