სომხეთში ბავშვებს 12 წლის ასაკიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმოებული Moderna-თი აცრიან.
12 წლიდან ბავშვების აცრის შემთხვევაში მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობაა საჭირო.
სომხეთში ამ დრომდე უკიდურესად დაბალია ვაქცინაციის ზოგადი მაჩვენებელი.
ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებას სწორედ ვაქციინაციის პროცესის გაფართოებაში და პირბადის სავალდებულო ტარებაში ხედავს.