18 წლის შემდეგ „მეოამბოხე სულები“ ეკრანს უბრუნდება, გახსოვთ სკოლის შემდეგ სახლში წასვლა რატომ იყო კიდევ უფრო სასურველი? სანამ მეცადინეობას დავიწყებდით, მანამდე მია კალუჩის და მისი მეგობრების ამბები უნდა გაგვეგო.
Rebelde (მეამბოხე) — ასე ერქმევა განახლებულ სერიალს, რომლის პირველი სრული ტრეილერიც საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. ნეტფლიქსმა სწორედ ამ საკულტო შოუს შთაგონებით თანამედროვე ვერსია გადაიღო, რომლის ხილვსაც სულ მალე, 2022 წლის 5 იანვარს შევძლებთ.
ახალ პროექტზე ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი მექსიკური სერიალის შთაგონებით შეიქმნა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა მექსიკურ სატელევიზიო არხზე.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ეს მექსიკური სერიალი არგენტინული Rebelde Way-ის (მეამბოხე სულის) მიხედვით შეიქმნა, რომელიც უფრო ადრე, 2002 წელს გამოვიდა და საქართველოშიც სწორედ ამ ლათინურ-ამერიკულმა შოუმ მოიხვეჭა სახელი.
სერიალი არგენტინაში, კრის მორენამ გადაიღო. სიუჟეტი ჩვენთვის საოცნებო კოლეჯში ვითარდებოდა, სადაც ყველა ტიპის და წარმომავლობის ადამიანს შეხვდებოდით.
არგენტინელ თინეიჯერების ცხოვრება, სასიყვარულო თავგადასავლები, მეგობრული თუ სახიფათო კავშირები, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს გადახდეს ამ ასაკში, უფრო სწორედ კი, რაც შეიძლებოდა ჩვენ გადაგვხდენოდა თავს. რამდენჯერ გიოცნებიათ ისეთ კოლეჯში სწავლაზე, სადაც ღამითაც დარჩებოდით? აკბათ ყოველი სერიის ყურების დროს. ახლა მართალია ჩვენც გავიზარდეთ თუმცა, ვნახოთ ახალი ვერსია რამდენად ჩამთრევი იქნება „თინეიჯერებისთვის“ და რა თქმა უნდა ჩენთვისაც.