ყარაბაღში, აზერბაიჯანმა, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტროლის ზონაში, სოფელი პარუხი დაიკავა – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.
უწყება წერს, რომ ამით ქვეყანამ 2020 წლის ომის შემდეგ, 9 ნოემბერს დადებული შეთანხმება დაარღვია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამას აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი გაზსადენის მუშაობის შეფერხება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ყარაბაღელი სომხების დაშინება უძღოდა წინ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.