წელს, მართლმადიდებლური სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს 17 აპრილს ზეიმობს.
ბზობა არის ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაული და იგი გულისხმობს ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში.
ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში, ქრისტიანები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა.
ბზობა აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე.
ბზობის დროს, ქრისტე გაუხედნავ კიცვზე (ჩოჩორზე) იჯდა და უკან დედა სახედარი მისდევდა, რასაც სიმბოლური დატვირთა გააჩნია.
ბზობის დროს მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.