“კიევის აჩრდილი” ცოცხალია, ეფესბემ “თაიმსიც” კი შეცდომაში შეიყვანა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ადეიშვილი წერს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ინფორმაცია კიევიდან, სანდო წყაროსგან მიიღო.
“კიევის აჩრდილი” ცოცხალია, ეფესბემ “თაიმსიც” კი შეცდომაში შეიყვანა. ცოცხალია “აზოვის” უკვდავი პოლკის ლეგენდარული მეთაური დენის პროკოპენკოც. კიევში ძალიან სანდო წყაროებთან გადამოწმებული ინფორმაციაა-ვიცი თქვენც გაგიხარდებათ და ამიტომ ვწერ. მე გუშინ გული გამისკდა და ჩემმა კარგმა მეგობარმა მომწერა ამ დილით – შენ ნუ იდარდებ, რუსებმა და ქართველმა რაშისტებმა იდარდონო” – წერს თეა ადეიშვილი.
ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა “თაიმსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი”, რომელმაც უკრაინული წყაროების თანახმად, ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში ბრძოლაში დაიღუპა.