რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას – “უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლეს სასწავლებლებში მიღების კვოტების შესახებ”.
დოკუმენტის მიხედვით:
”რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სპეციალური კვოტა გამოყონ იმ რუსი სამხედროებისა და შსს-ს თანამშრომლების შვილებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ (ან მონაწილეობდნენ) სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.
დოკუმენტში წერია, რომ კვოტა გავრცელდება სრული რაოდენობის 10%-ზე, როგორც საბაკალავრო, ასევე, სპეციალიზებულ პროგრამებზე. ამასთან, “სპეცოპერაციის” დროს დაშავების, ან ავად გახდომის შემთხვევაში, სამხედროების შვილებს უნივერსიტეტებში მხოლოდ შიდა გამოცდების ჩაბარება დასჭირდებათ.
გარდაცვლილი სამხედროების და თანამშრომლების შვილებს გამოცდის გარეშე (გარდა შემოქმედებითი ან პროფესიული ორიენტაციის დავალებებისა) მიიღებენ.