ჩემი გმირი შვილიშვილი, ამით ვამაყობდი მე, 5 წელია არ მინახავს, 5 წლის წინ აქ იყო ჩემი ტატო – აზოვსტალში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბებია და ახლობლები ზუგდიდში ცხოვრობენ.
ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
მისი დაღუპვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 27 წლის სამხედრო ოკუპანტების მიერ ჩამოგდებული, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.