მეფუტკრეები ტყეში სკების განთავსებისთვის სახელმწიფოს ფულს გადაუხდიან. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის.
მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ მეფუტკრეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„ვიდრე დადგენილებას მიიღებდა, მთავრობას პროექტი, წესით, ჩვენთან უნდა განეხილა. ახლა თქვენგან გავიგე და გამიკვირდა, რომ ასე უცებ მიიღეს… განხილვა არ ყოფილა, თუმცა ჩვენამდე ადრე მოვიდა ინფორმაცია საფასურის დაწესებაზე და მთავრობას წერილობით მივაწოდეთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია – რომ არ ვეთანხმებოდით ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ავქსენტი პაპავამ, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.