მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელებისთვის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა და მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო.
სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ამბიონიდან მე-12 კლასელები დაარიგა და დალოცა.
მეუფემ საუბრისას ხაზი ახალგაზრდების ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და აღნიშნა, რომ ისინი უფლისგან ყოველთვის დაცულები იქნებიან. მთავარი გახლავთ ის, რომ ახალ ეტაპზე უფლის გზას არ გადაუხვიონ.
„თქვენ გაქვთ ის ცოდნა, ჭკუა და გონება, რომ იცოდეთ – უფალს არ უღალატოთ…“ – მიმართა მეუფემ ახალგაზრდებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოზარდებმა სწორად იცხოვრონ, ფულსა და გართობას ცხოვრება არ გადააყოლონ და ამით უფალს არ განუდგნენ. „წუთისოფელი გელოდებათ, რომ გშთანქათ“ – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მეუფე სტეფან აღნიშნა, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე მოზარდებს უამრავი მაცდური და „თავისუფლება“ შეხვდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა თავშეკავება გამოიჩინონ და ქრისტეს დინებას, გზას არ გადაუხვიონ.
„ეკლესიის გზა არის უფლის გზა და სწორედ ეკლესიას მიჰყავხართ უფლამდე. ცხოვრებაში ნუ შეხვალთ შიშით, ყოველთვის გქონდეს უფლის იმედი. ნურაფერი შეგაშინებთ. თუ რაიმე პრობლემა გქონდათ, მე ყოველთვის მზად ვარ გვერდში დაგიდგეთ.“ – აღნიშნა მეუფე სტეფანემ
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა