“ვიანუ” – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც ქართველ მომხმარებელს, და არამხოლოდ, კიმონოების ძალიან საინტერესო და ლამაზ არჩევანს სთავაზობს. ინდივიდუალური, საკუთარ გემოვნებაზე მორგებული დიზაინი ნამდვილად ყველასგან გამოგარჩევთ. მისი დამფუძნებელია სოფო გოგოჭური, ის საკუთარ დასთან, მაკა გოგოჭურთან ერთად, ქმნის დეტალებს, რომლებიც თვალშისაცემს გაგხდით. “თბილისი თაიმსს” სოფო თავად ესაუბრა.
“ვიანუ”-სთან დაკავშირებით იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. პირადად მე ვიცვამ მსგავს სტილს და ძალიან მომწონს. თუმცა, ჯერ ძალიან ცოტა ხანია, რაც ის ოფიციალურად არსებობს – ხუთი თვეა. შეიძლება ითქვას, იდეას საფუძვლად ჩემი სტილი უდევს. კიმონოები საქართველოში იკერება. ჩვენ აქ ვთანამშრომლობთ ერთერთ ატელიესთან. ამ ეტაპზე, ყველა მოდელი თითო ერთეული იკერება. დასაწყისისთვის, ასეთი გეგმა გვქონდა, რომ ინდივიდუალური ნამუშევრები შეგვექმნა. იკერება თითო ერთეული, ყვავილებიანი. საზოგადოების მხრიდან არის ხოლმე მოთხოვნა, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არ შევკერეთ.
ძირითად შემთხვევაში, ამ ბოლო დროს ისე მოხდა, რომ მომხმარებლები უცხოელები არიან. ბოლო პერიოდში ჩვენი “ფეისბუქ”- და “ინსტაგრამ” გვერდები აღარ დაიტვირთა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ შეკვეთაზე ვმუშაობდით. მომხმარებლები, ამჟამად, უმეტესად რუსები და არაბები არიან”, – ამბობ სოფო გოგოჭური და ხაზს უსვამს, რომ აპირებს, აქტიურად დაამატოს ჩანთები. ასევე, ტოპები. ახლა კი მუშაობენ ორეულებზე.