აშშ-დან ლევან ბერძენიშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ლექტორი გიორგი მიქანაძე ეხმიანება და facebook-ში პოსტს აქვეყნებს.
The tbilisi times გიორგი მიქანაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ :
“Levan Berdzenishvili
არ ვიცი ამ პოსტს შეხვდებით თუ არა, ბატონო ლევან, მაგრამ გული კი მწყდება ცოტა არეულ-დარეულ ხმაურზე და აჟიოტაჟზე. მომინდა ჩემი პოზიცია გამომეხატა.
ჩვენ, სულ ადრე ახალგაზრდულ რესპუბლიკურ ინსტიტუტში შევხვდით, მაშინ ბალღი ვიყავ. დიდი პატივი იყო მაშინ თქვენთან შეხვედრა და სიხარულიც ასევე. მახსოვს აღშფოთებული ბრძანდებოდით, რომ ადეკვატური შედეგები ვერ მიიღეთ არჩევნებში და საუბრობდით, რომ თქვენი მხარდამჭერების გამოზრდა სკოლის ასაკიდან უნდა დაგეწყოთ. საუბარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე. ვფიქრობ თქვენი აღშფოთება საკმაოდ ჯანსაღი იყო. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, რისთვისაც ახლაც გიხდით მადლობას. მაშინაც და ახლაც გაფასებთ, როგორც მცოდნე და ნაკითხ, თავისუფლების მოყვარე და მქონე ადამიანს.
თუმცა, ამასთან,
ერთხელ ერთ ძვირფას საზოგადოებაში ვიყავით წლების წინ, სადაც საკმაოდ ინტელექტუალი ადამიანები იყვნენ შეკრებილები, როგორც ჩვენი საზოგადოებისა და საქართველოს გამორჩეულად მოყვარულები. აქტიური ადამიანები და ადამიანები, რომელთაც შესწევთ რაღაცები შეცვალონ თავის გზაზე. მე სიაში ალბათ ყველაზე ბოლო დავსვამდი ჩემს თავს იმ საზოგადოებაში, თუმცა კი მეამაყებოდა და მეამაყება, რომ იმ სივრცის ნაწილი ვარ. იქ თქვენ, რა თქმა უნდა, როგორც საინტერესო მოსაუბრე ისე ბრძანდებოდით და 20 წუთი ისაუბრეთ, შემდეგ იყო დისკუსიის ნაწილი. შეიძლება თქვენ ეს არ იცით, მაგრამ იმ დღეს, თქვენთან შეხვედრის შემდეგ, თითქმის ყველა მსმენელი, როგორც ქართველი აღშფოთებულები და სახეში სილა გაწნულები ვიყავით. ეს სილა გაგვაწანით თქვენ. 😁 და… მაგრა გვეტკინა. მერწმუნეთ, რომ ჩააქრეთ ბევრი ანთებული ნაპერწკალი და ენთუზიაზმი, თანაც ძალიან უმოწყალოდ და უცერემონიოდ, აგდებულად. “ააა, ასეთები ვყოფილვაღთ, აბა მე რატო მიყვარდა, რატო ვამაყობდი, რა მიხაროდა, რას ვფიქრობდი საერთოდ, წავიდე ჩემს თავს მივხედო, რა ქართველი, რა საქართველო, რაის მოქალაქე, რის სამოქალაქო საზოგადოება, დავმალო რო აქ დავიბადე, არ ვარ მე ქართველი!…”. ალბათ არ იცოდით და არავის უთქვამს თქვენთვის ეს ამბავი. ვერც ვერაფერი გითხარით, ვერ გამოვხატეთ, რატომ იცით, – ძალაუფლება გაქვთ – ცოდნის! შესაბამისად, თქვენს ნათქვამს, ნააზრევს წონა აქვს. შესაბამისად, ამ ცოდნას და ინფორმაციას როგორ დაატრიალებთ და შემოგვილაწუნებთ ჩვენ, სხვა ადამიანებს ვფიქრობ საფრთხილო საქმეა. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ იქ შეკრებილებმა, რამდენად უვარგისები ვართ, ერად როგორ შევდექით საერთოდ, ვართ თუ არა რამის ღირსი როგორც ერი და სახელმწიფო და ქვეყანა და მოქალაქეები და ა.შ. არადა, რა იყო – არაფერი განსაკუთრევული, რომელიც სხვა ნებისმიერი ქვეყნის ელიტას, კულტურისა თუ პოლიტიკის, საზოგადოების ნაწილს არ ჩაუდენიათ. თუმცა, ეს ისე მოგვიტანეთ, მართალია გავლენა ჰქონდა თქვენს ნააზრევს, სათქმელი მოგვიტანეთ, შედეგი დადეთ, – ეფექტური იყო, მაგრამ საკუთარ პოზიციებში და ღირსების, თავდაჯერებულობის ამბებში როგორც საქართველოს მოქალაქეები ამას პირდაპირ ემოციებისგან დაცლილი გეუბნებით. თუ მოიკითხავთ დეტალებსაც გეტყვით. მაგრა შეგვარყიეთ. მოდი ცოტა უფრო დრამატულად, “ლევან ბერძენიშვილისეულად” ვიტყვი – სულში ჩაგვაფურთხეთ და სილა გაგვაწანით, როგორც ქართველებს, იმიტომ რომ დავფიქრდით რარიგ უვარგისი ხელოვნების, კულტურის და საზოგადოების შვილები ვართ (კომუნისტური პერიოდის გამოწვევებზე იყო საუბარი).
ახლა დღევანდელში რომ გადმოვიდეთ, თავისუფალი საუბრის ფარგლებში შესაძლოა ასეთი რამე ბრძანოთ და ამის უფლება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იმსჯელოს, იდისკუსიოს, დაუშვას, თუმცა ამას აპელირებდეს პიროვნება როგორც ასეთი მეფე ერეკლე გამოცხადდეს მოღალატედ და ეს საზოგადოებამ აღიაროს, უფრო მასშტაბური “სულში ჩაფურთხებაა”. ვფიქრობ, ამის დამტკიცება არ არის რთული ინტელექტუალურ დისკუსიაში საინტერესო საზოგადოებასთან. აქ, ამ ვიდეოში უკეთესად ბრძანებთ, შეცდომა უდაოდ დაუშვა, მაგრამ ღალატი დისკუსიის საგანიაო. აქ არაა აშკარად “ჩაფურთხების” პათოსი და ელემენტები.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა და იმისა, რომ ასეთ ეპატაჟურ პათოსებში არ გეთანხმებით, არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ლექციაზე შესვლა უნდა აგეკრძალოთ თქვენ პირადად, – მაგრამ ძალიან გთხოვთ, ეს თქვენი ძალაუფლება, ცოდნის ძალაუფლება, გამოიყენეთ ცოტა სიფრთხილით – ნუ დაგვაგდებთ! ნუ დაგვხოცავთ, მარტო დარჩებით!
ამასთან, ძალიან არ მინდა, ისეთი განცდა ოდესმე კიდევ მქონდეს, როგორც იქ მაშინ, ბორჯომში მქონდა. ალბათ, რახან ის გამოვლილი მქონდა, ახლა მეფე ერეკლეზე იმიტომ აღარ მქონდა ასეთი რეაქცია. არ გააკეთოთ ასეთი რამე Plz იმის მერე კიდევ ბევრი ვიცხოვრე, ბევრი ვნახე და კიდევ უფრო მეტად ვიცი და ზუსტად ვიცი, ყველა საზოგადოებას თითქმის ერთნაირი მანკიერებები აქვს და ჩვენი სულაც არ გახლავთ დრამატულ კონდიციაში ამ მხრივ. და ეს რომანტიზებული საქართველოს და ქართულის ძაგება უნდა დამთავრდეს ამ საზოგადოებაში asap!
სიკეთეს გისურვებთ ბატონო ლევან და დიდხანს ჩვენი საზოგადოების სამსახურში ყოფნას და თქვენი ცოდნის, ავად თუ კარგად თქმულის, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას.”