მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, რუსები, ქალაქ მარიუპოლში, ქოლერის შესაძლო გავრცელების გამო, კარანტინის რეჟიმს აამოქმედებენ.
“მოსალოდნელია, რომ ქალაქი ჩაიკეტება”, – განუცხადა პეტრო ანდრიუშჩენკომ United News TV-ს.
მისი თქმით, ქოლერაზე ქალაქის შიგნით, საოკუპაციო ჩინოვნიკები და მათი ხელმძღვანელები საუბრობენ. ანდრიუშჩენკომ, ასევე, განაცხადა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა, საკვებისა და წყლის დეფიციტის გამო უარესდება.