ანტალია არის მსოფლიოს რიგით მესამე ქალაქი, რომელსაც ყველაზე ბევრი მნახველი ჰყავს.
იგი არის, თურქეთის ტურიზმის ცენტად წოდებული ქალაქი, სადაც მილიონობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ანტალიის საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წელში მომსახურება გაუწია 15 მილიონზე მეტ ადამიანს. ყოველწლიურად იზრდება როგორც აეროპორტი, ისე მგზავრთა რაოდენობა. მცხუნვარე მზით, საუცხოო სანაპიროებით ხმელთაშუა ზღვის ბაჯაღლოდ წოდებული ეს ქალაქი მსოფლიოში საგანგებო ტურიზმის ინვესტიციებით ცნობილ ტურისტულ ცენტრად ითვლება.
ქალაქი თავის ძვირად ღირებულ კაპიტალს ამდიდრებს თურქული სტუმართმოყვარეობით და ყოველწლიური მზარდი ხარისხიანი მომსახურებით. იგი ტურისტული შესაძლებლობებით დაუვიწყარი არდადაგების ქალაქი ხდება მნახველებისთვის. იგი არის ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული სიმდიდრით, საერთაშორისო ფესტივალებით თოროსის მთის კალთაზე გაშენებული საერთაშორისო არდადაგების სამოთხე.
ანტალიის 2002 წლის შემდეგ გაზრდილი ჯანდაცვის კაპიტალით ათი ათასობით ტურისტმა ისარგებლა. იგი გადაიქცა უმაღლესი დონის მომსახურების მქონე მსოფლიო სტანდარტების ჯანმრთელობის კერად. ანტალიაში ერთად არის კიბოს მკურნალობის ჩათვლით, სპეციალური ქირურგიული პროცედურების, ყველაზე განვითარებული მკურნალობის მეთოდები და მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია.
ანტალიაში მოხდა 2013 წლის 1 მარტს ერთ საათში ყველაზე მეტი ორგანოს შემოწირულობა, რომელიც შევიდა გინესის მსოფლიოს რეკორდულ წიგნში.
ანტალია, ორგანოს შემოწირულობით გადაიქცა მსოფლიოს გლობალურ ბრენდად.
იგი არის ჯანმრთელობის და ტურიზმის კერა თავისი სამედიცინო წარმოებებით, თანამედროვე ტექნიკით, სპეციალისტი ექიმებით, კარგი განათლების მქონე მედიცინის პერსონალებით. ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების და უმაღლესი დონის მომსახურებისთვის, იგი ყოველდღე ზრდის თავისი ინვესტიციების მოცულობას.
17.11.13