თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ბატონი ბიძინა გადიოდა პოლიტიკიდან, მან გააკეთა განაცხადი მის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით და თქვა, რომ გარდა 200 მილიონისა, რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის გამგებლობაში, დანარჩენი რესურსი უნდა ყოფილიყო მიმართული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის. გადადის ქართუ ფონდში და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე. ისედაც, ნებისმიერი სანქცირება ხალხის დასანქცირება იქნებოდა, სამი მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე, მაგრამ აქ ნახეთ რა სიტუაციაა, პირდაპირ ასანქცირებენხალს…ყველა თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში, პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას, ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას.
– თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.