მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას მოდელი და ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი ავრცელებს.
“ღმერთო გადაგვირჩინე ჩვენი ბუთქუჩელა. იბრძოლე სიცოცხლისთვის, გთხოვ”, – დაწერა ონაშვილმა.
ავარია ნატახტართან მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განაცხადეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.