დღეს თანხის მიღება ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება. ყველაზე კომფორტული კი ამაში ის არის, რომ სარგებლობა სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. სესხის აღებით თქვენ მიიღებთ თანხას კრედიტორი კომპანიისგან, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე უნდა დააბრუნოთ. ამით კი უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს.
ცხოვრებაში ბევრს ჰქონია ისეთი ეტაპი, როდესაც რაიმე მიზეზით გარკვეული რაოდენობის თანხა სჭირდებოდა, რათა შეეძინა ტელევიზორი, ნოუთბუქები, ტელეფონები და ა.შ. თუმცა, შესაძლებელია ამ დროს არ გაგაჩნდეთ საკმარისი ფინანსები. სწორედ ამიტომ, თუ აღმოჩნდებით ასეთ სიტუაციაში, ნუ ინერვიულებთ. თქვენი სურვილების ასრულებისთვის შეგიძლიათ სესხის აღების მეთოდით ისარგებლოთ. სწრაფი სესხიც ამიტომ არსებობს, თქვენს კომფორტსა და კმაყოფილებაზე მორგებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, აღებული თანხა დამატებით სარგებელთან ერთად ბრუნდება. თანხას უბრუნებთ მას, რომელი კრედიტორი კომპანიისგანაც გადაწყვეტთ აღებას. რაც შეეხება დამატებით სარგებელს, ეს დამოკიდებულია თვითონ ორგანიზაციაზე. თითქმის ყველა კრედიტორ კომპანიას განსხვავებული წესები აქვს, შესაბამისად პროცენტი, რომელსაც ამატებენ ისინი, ესეც განსხვავებულია.
სესხის ტიპების მცირე ჩამონათვალი:
• სტუდენტური სესხი;
• იპოთეკა;
• სამომხმარებლო სესხი;
• ავტო-სესხი;
• საკრედიტო;
• სალომბარდე სესხი;
• განვადება;
ის, თუ რომლით ისარგებლებთ თქვენს სურვილებზეა მორგებული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თანხა რისთვის გჭირდებათ. მოგზაურობისთვის, საცხოვრებელი ბინისთვის, სწავლის გაგრძელებისათვის თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, სესხის აღების მიზნობრიობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
როგორც წესი, როცა საქმე თანხას ეხება ყოველთვის დიდი ყურადღებაა საჭირო. მთავარია თქვენს გადაწყვეტილებაში დარწმუნებულები იყოთ და იცოდეთ, რომ თანხა რომელსაც იღებთ მართლა გჭირდებათ.
ეს ყოველივე იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აღებულ თანხას აუცილებლად სჭირდება დაბრუნება. შესაბამისად, თუ არ გაქვთ საკმარისი რესურსი და არ გაქვთ თქვენი ბიუჯეტი კარგად გათვლილი გაგიჭირდებათ მისი გადახდა. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, უამრავი პრობლემის წინაშე დადგებით.
ძირითად შემთხვევაში, სესხის ტიპსა და პირობებს ორგანიზაციები მომხმარებლებს სწორედ მიზნობრიობის მიხედვით სთავაზობენ.
მაგალითად განვიხილოთ იპოთეკური სესხი. აღნიშნული სესხით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ უძრავი ქონების შეძენა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა. იპოთეკური სესხი, შესაბამისად დიდ თანხასთან არის ასოცირებული. მისი აღების და შემდგომ ვერ გადახდის შემთხვევაში კრედიტორ კომპანიას აქვს უფლება დაესაკუთროს თქვენს ქონებას. ამის შემდეგ, ორგანიზაციას შეუძლია მაგალითად გაიტანოს აღნიშნული ქონება აუქციონზე და გაყიდოს.
ეს არამხოლოდ იპოთეკური სესხის, არამედ ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას გაითვალისწინეთ წინასწარ. თუ გსურთ, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ.
სესხის საკმაოდ მარტივი პროცესია და შედგება რამდენიმე ეტაპისგან. ესენია:
• არჩევთ კრედიტორ კომპანიას (ვისგან გსურთ თანხის მიღება);
• თქვენს მიერ შერჩეულ კომპანიას ექნება ვებ-გვერდი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია;
• შეავსოთ პირადი მონაცემები;
• გაიაროთ ვერიფიკაცია (ზოგიერთი კრედიტორი კომპანია ვერიფიკაციის გასავლელად ითხოვს 1 თეთრს თქვენი საბანკო ანგარიშიდან, ყოველი შემთხვევისთვის თანხა იქონიეთ ბარათზე);
• საბოლოო ეტაპი უკვე დამოკიდებულია ორგანიზაციაზე, თქვენი მოვალეობაა მხოლოდ და მხოლოდ დაელოდოთ მათ პასუხს;
• დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა უკვე თქვენს ანგარიშზე აისახება;
თანხის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ ის თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ – შეიძინოთ ტანსაცმელი, ნაძვის ხე საახალწლოდ ან საოჯახო ტექნიკა.
ყოველთვის მთავარია კარგად გაიაზროთ რატომ და რისთვის აკეთებთ ამას. თუ გაითვალისწინებთ ზემოაღნიშნულ რჩევებს, პრობლემებს აუცილებლად აირიდებთ თავიდან.