ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა. შემთხვევ დღეს მოხდა.
კლინიკაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ გოგო 18 წლისაა და მან ჩვილი სამშობიაროში მიატოვა.
საქმეში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ. ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.