“სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ. ეს ერთი. მეორე, თქვენ იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით…
დღეს დაასანქცირეს ოთხი მოსამართლე. ამ ოთხიდან ერთი, ბატონი ცერცვაძე, დიდი ხანია აღარ მუშაობს სასამართლოში. დანარჩენი სამი, იერარქიულად სხვადასხვა პოზიციებზე არიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები, სასამართლოსთან დავისას, თანაბრად იგებენ საქმეებს” | ამბობს თალაკვაძე