“ბოლო დროს, ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით განსმჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული, მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების შეკრება, მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო – როგორც ვხედავდი, ეს იყო დევიზი ამ შეკრების. მშვიდობის ფონზე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს, ეს ყველაფერი გვაერთიანებს აქციის მონაწილეებთან” – განაცხადა წილოსანმა