“ჩვენ გვაქვს დანაკარგები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელით დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე”, – წერს ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი საკუთარ Telegram არხზე.
მისი ინფორმაციით, ასევე არიან დაშავებულები.
სოფელი კოზინკა გრაივორონსკის რაიონის ოთხი დასახლებიდან ერთ-ერთია, სადაც რუსული მხარის ცნობით, წინა დღით შეიარაღებული ფორმირებები შევიდა. რუსეთის ხელისუფლება მათ უკრაინელებს უწოდებს, კიევი კი აცხადებს, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან.