რესტორანი “რეტრო” 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. კვების ოქბიექტი დღეს დილით არარ გახსნილა.
ამ ეტაპზე რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული, რომელიც თანამშრომლების მიმართ შრომის უფლებების დარღვევას შეისწავლის.
ცნობისთვის, “რეტროს” ყოფილმა თანამშრომელმა მფლობელის მიერ ერთ-ერთ ოფიციანტზე ძალადობის კადრები გაავრცელა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია მეპატრონე.