მოქალაქე ქრისტი მიქელაძე ფეისბუქით მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე წერს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მიქელაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილია.
მიქელაძე შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეომასალა ავრცელებს, რომელიც მძიმე კადრებს შეიცავს:
“მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს შუაღამისას როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული სახლში შემოვიდა მეზობელი 25 წლის რომან გიკაშვილი.მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი რომლის სახელიც ეხლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი ცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე.მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი.ყველანაირად ცადა ჩემი მოკვლა.აბანოში მგუდავდა . 3 ჯერ გავაგდებინე დანა ყელი რომ უნდა გამოეჭრა .დანა რო გავაგდებინე თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა.რათქმაუნდა დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს ვინც გადაგვარჩინა.და ყველას ძალიან. დიდი მადლობა ბინც ეს დღეები გვერდით დამიდგა.ვინც დიდი ხანია მიცნობს იცის 17წლის ვიყავი დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2წელი ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო.ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი ყოველდღე ვხვდებოდი რო ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი..დედას გარდაცვალებიდან 8წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრამვა არ გამნელენია. ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრამვა როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემთვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფეეს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია.ამის გამკეთებელს არასდროსბვაპატიებ მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს .ეს არის ჩემი ცხვორების პირველი ადამიანი ვინც მძულს ბინც ერთადერრთ მამას მიკლავდა.გისურვებ მთელი გულით რომ რაც ჩვენ მოგვაყენებიმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არუნდა არსებობდნენ .შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. აქვე მიზეზი უცნობია რის გამო კლავდა მამას..და მე როგორც მოწმეს..” წერს ქრისტი მიქელაძე.