ახალგაზრდა გოგო ავარიას ემსხვერპლა. დაღუპული 20 წლის თიკო მურჯიკნელია.
გოგონას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
,,ჩემო პატარავ, ყველას ტკივილი ხარ. კიდევ ვერ ვიჯერებ თინი, სული მეწვის და სიტყვები არ მყოფნის. ყოველთვის, ყოველთვის იქნები ჩვენ გულში. ის თინი მომენატრება მომცინარი სახით რომ მხვდებოდა ხოლმე. შევხვდებით, ოდესღაც ხომ შევხვდებით ჩემო პატარავ, მიყვარხარ”.
,,ვაიმეე… არ შეიძლება, ეს სიმართლე იყოს, ჩემო მზის სხივო. ბიოლას გოგო. ბიოლა მოკვდა. როგორ უნდა ვთქვა, აღარ მყავხარ, აღარ არის. არ ვიცი, როგორ, მაგრამ უფალს ვთხოვ, ყველას ერთად შეგვაძლებინოს… დაგტირი სხვა ქვეყნიდან და გული შენთანაა, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ვიცი. შევხვდებით, ამისთვის ბევრს ვილოცებ”, – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.