შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური.
არსებული ვერსიით, 50 წლამდე კაცის გარდაცვალება გულის შეტევას უნდა უკავშირდებოდეს.
“პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.