პარტია” ნაციონალური მოძრაობის” წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხვალიდან საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა მიხეილ სააკაშვილის სახელით, რათა საზოგადოების პრობლემები და პოლიტიკური მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება გაიგოს.ამის შესახებ მან კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა.
მისივე თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.
როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.
“ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას, ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის ყველა კუთხეში. მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემასა და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის. კამპანია დაიწყება ბათუმიდან, ქალაქიდან, რომელიც ააშენა მიხეილ სააკაშვილმა. ერთად დავიწყებთ გამარჯვების უდიდეს კამპანიას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.