შოვში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა გარდაიცვალა.
სამხედროს გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა ზუგდიდში, კომბინატის დასახლების პირველ უბანში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.
გარდაცვლილ სამხედროს სამი შვილი დარჩა.
თემურ ხარჩილავას სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.
“ვაიმე თემურ, ეს რა უბედურებაა, რა გავიგონე ღმერთო, გამძლეობა ოჯახს. ვუსამძიმრებ ნათელში გამყოფოს უფალმა. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას”.
,,მოსიყვარულე, პატრიოტი ადამიანი იყო… სამშობლომ კიდევ ერთი ღირსეული შვილი დაკარგა…”, – წერენ ოჯახის ახლობლები.