გიგი უგულავამ 2012 წლის სექტემბერში 28 714 ლარი, 2012 წლის დეკემბერში 17 815 ლარი, 2013 წლის აპრილში 15 279 ლარი, ხოლო 2013 წლის მარტში 36 674 ლარი ანუ ჯამში 98 482 ლარი მობილური კავშირით მომსახურებაზე დახარჯა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, გიგი უგულავამ 2012 წლის სექტემბერში 28 714 ლარი, 2012 წლის დეკემბერში 17 815 ლარი, 2013 წლის აპრილში 15 279 ლარი, ხოლო 2013 წლის მარტში 36 674 ლარი ანუ ჯამში 98 482 ლარი მობილური კავშირით მომსახურებაზე დახარჯა.
“მინდა ვკითხო გიგი უგულავას, ახსოვს თუ არა, რომ პირადად მან 5 თვის მანძილზე მხოლოდ სატელეფონო ხარჯებისთვის 100 000 ლარამდე გამოიყენა?! აქვე, ვეკითხები სხვის მორალზე მოსაუბრე ყოფილ მერს, მაშინ როცა საკრებულოს წევრებმა ვერ მივაღწიეთ იმას, რომ უსახლკაროთათვის მერიას აეშენებინა სახლები, რამდენად მორალურია მხოლოდ სატელეფონო საუბრებისთვის, მხოლოდ 5 თვეში 100 000 ლარის ბიუჯეტიდან დახარჯვა”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
26.12.13