2023 წლის ივლისის თვეში სულ დაზარალდა 134 არასრულწლოვანი. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. დაზარალებული არასრულწლოვნები დანაშაულების მიხედვით ამგვარია:
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ მუხლი 109) – 3
თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ მუხლი 115) – 1
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ მუხლი 19-109) – 1
ოჯახური ძალადობა (სსკ მუხლი 126¹) – 55
ძალადობა (სსკ მუხლი 126) – 13
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (სსკ მუხლი 120) – 2
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სსკ მუხლი 117) -1
გარყვნილი ქმედება (სსკ მუხლი 141) – 12
სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (სსკ მუხლი 140) – 4
გაუპატიურება (სსკ მუხლი 137) – 3
სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სსკ მუხლი 138) – 1
მუქარა (სსკ მუხლი 151) -13
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა (სსკ მუხლი 157¹) – 4
ქორწინების იძულება (სსკ მუხლი 150¹) -2
პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა (სსკ მუხლი 159) – 1
იძულება (სსკ მუხლი 150) -1
თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 143) -1
ქურდობა (სსკ მუხლი 177) -12
ნივთის დაზიანება (სსკ მუხლი 187) – 2
ყაჩაღობა (სსკ მუხლი 179) – 2
ძარცვა (სსკ მუხლი 178) – 2
თაღლითობა (სსკ მუხლი 180) -1
დაზარალდა 1 პირი სსკ-ის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).
პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება ( სსკ მუხლი 255) – 1
უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა ანდა უხარისხო სამუშაოს შესრულება ან უხარისხო მომსახურების გაწევა ( სსკ მუხლი 251) – 1
სატრანსპორტო დანაშაული (სსკ მუხლი 275-283):
დაზარალდა 11 არასრულწლოვანი სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).
კომპიუტერული დანაშაული (სსკ მუხლები 284-286):
დაზარალდა 1 არასრულწლოვანი სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა).
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (სსკ მუხლები 343-363):
დაზარალდა 2 არასრულწლოვანი სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (თვითნებობა).
დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (სსკ მუხლები 368373):
დაზარალდა 1 არასრულწლოვანი სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე).
დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (სსკ მუხლები 377-381²):
დაზარალდა 2 არასრულწლოვანი სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა).