გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსთან ერთად, კაშიამ საუკეთესო ლეგიონერის პრიზიც მიიღო. საქართველოს ჩემპიონატის რჩეულ ფეხბურთელად თბილისის “დინამოს” წევრი გიორგი ლორია დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში პრიზი “ვიტესის” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა მიიღო. 2013 წლის გუნდის ნომიაციაში კი გიორგი ცეცაძის 19 წლამდე ნაკრებმა გაიმარჯვა. ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია რესტორან “ქალაქურში” დღეს გაიმართა. ნომინაციებში გამარჯვებულები ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებმა დაასახელეს.
26.12.13