ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულ თორნიკე ჩხარტიშვილს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა”. თორნიკე ჩხარტიშვილი, ჩვენი კეთილი და მოსაფერებელი ვაჟკაცი წაგვართვა სტიქიამ.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს, მთელს ქვეყანას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული ჩვენო თორნიკე! დაგვაკლდები უსაშველოდ! მშვიდობით „ბუთქუჩა”!”, – ვკითხულობთ ტექსტში.