თურქეთის მინისტრთა კაბინეტში 10 მინისტრი შეიცვალა. პრემიერმინისტრ რ. თ. ერდოღანი განცხადების თანახმად, თანამდებობა დატოვა ვიცეპრემეირმა ბექირ ბოზდაღმა, რომლის ადგილსაც ანკარის დეპუტატი, ემრულლაჰ იშლერი, დაიკავებს ხოლო ბოზდაღი კი სადულა ერგინის ჰათაის მერობის კანდიდატობის გამო იუსტიციის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
თანამდებობებიდან გუშინ გადამდგარი მუამერ გიულერის, ზაფერ ჩაღლაიანის და ერდოღან ბაირაქტარის ადგილები კი უკვე შეივსო. შინაგან საქმეთა მინისტრად პრემიერის მრჩეველი ეფკან ალა, ეკონომიკის მინისტრად დენიზლის დეპუტატი ნიჰათ ზეიბექჩი, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრად კი სტამბოლის დეპუტატი იდრის გულუჯე დაინიშნენ.
ბინალი ილდირიმის იზმირის მერობის კანდიდატობის გამო ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობას ქარამანის დეპუტატი, ლუტფუ ელვანი, შეასრულებს.
გაზიანთეპის მერობის კანდიდატად წარდგენილი ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინსტრის, ფატმა შაჰინის, ადგილი კი საქარიის დეპუტატმა, აიშენურ ისლამმა, დაიკავა.
ანტალიის დეპუტატი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ევროკავშირის საკითხების მინისტრის, ქოჯაელის დეპუტატი, ფიქრი იშიქი, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის, სამსუნის დეპუტატი, აკიფ ჩაღათაი ქილიჩი, კი ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობებს დაიკავებენ ახალ კაბინეტში.
27.12.13