ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ხშირად ვეკითხები პატარებს “ რა გინდა გამოხვიდე ?” ბევრს უნდა ექიმობა, ან დედიკოს და მამიკოს პროფესია…რამდენიმე დღის წინ სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად და ტრადიციულად ვკითხე “ შენ რა გინდა გამოხვიდე?” პასუხი მივიღე ორი წუთი ფიქრის შემდეგ “ადამიანიო“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.