თბილისის მეხუთე რაიონული სამსახურის ბრიგადამ მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შესახებ ფეისბუკგვერდი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს. როგორც ირკვევა, სტადიონზე ვარჯიშისას ახალგაზრდა ბიჭმა გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლისას მას გული გაჩერებული ჰქონდა.
აღნიშნულ პოსტს უფროსი ექიმი, ნანა წულაძეც უზიარებს საზოგადოებას.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მოზარდს პირველად დახმარებას მისი მეგობრები უტარებდნენ. უფროსი ექიმი ნანა წულაძე იხსენებს, რომ მოზარდი არ სუნთქავდა და გული გაჩერებული ჰქონდა. ის აღნიშნავს, რომ მის გადარჩენაში უდიდესი წვლილი ამ ბიჭების მიერ სწორად ჩატარებული გადაუდებელი დახმარებაა.
ბრიგადის ექიმების (უფროსი ექიმი ნანა წულაძე, უმცროსი ექიმი თათია ცხადაძე, მძღოლი მერაბ ჯიქიძე) წარმატებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მოზარდის რიტმი აღდგა, თუმცა კლინიკაში ჰოსპიტალიზაციამდე გზაში რამდენჯერმე ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება.
ვინაიდან გამოძახების ადგილას უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, ექიმმა ნანა წულაძემ საჭიროდ ჩათვალა დამხმარე ბრიგადის გამოძახება.