“
ეს ის ისტორიაა, კეთილ ადამიანებზე რომ დგას ზოგადად სამყარო და მადლობა ღმერთს რომ ჩემმა ბიჭმა ყველა
კეთილი ადამიანის გულში შეაღწია. სრულიად უცხო ადამიანს,
დიახ ადამიანს ,პაატა გოგელია -ს გაუჩნდა სურვილი რომ ეს ულამაზესი და მრავალამხრივი ისტორიით დატვირთული ხე ნიკოს სკვერისთვის შეეწირა, იქ აღემართა ეს ჯვრის ფორმის კიპარისი!
ჯვართამაღლების დღესასწაულს უძღვის წინ ეს კეთილი საქმე🤍🤍🤍
ამით სძლო❗️
ეჭვადაც არ მაქვს რომ ასეც იქნება, ყოვლად პატიოსანი ჯვრის და უფლის შეწევნით🙏🙏🙏
ჯვართ ამაღლებას გილოცავთ მეგობრებო:
”ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება – მჭმუნვარებისა“.
ანდრია კრიტელი🙏
P.S. ძვირფასო მეგობრები, სრულიად უცხო ადამიანებო, ახალგაზრდებო, უამრავი წერილი , შეტყობინება და ლექსი მივიღე, სექტემბრის თვე ტკივილით მიილია 😔
მადლობას გიხდით ყველას უკლებლივ თანაგრძნობისთვის
♥️♥️🙏🙏
მეგობრებო ,თქვენთან ერთად მინდა დავრწმუნდე რომ ბოროტება უსათუოდ მარცხდება სიკეთესთან, მინდა რომ ქუჩაში შვილები აღარ დაგვიხვრიტონ და ჩვენს შვილებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ მომავალი, განა რას ვითხოვ ან კი გასაკვირია დედისგან , რომელსაც უდანაშაულო შვილი დაუხვრიტეს ამის მოთხოვნა???😔😔😔
მეგობრებოოოოოო მხოლოდ თანადგომაააააა დამიდასტურეთ:
✅
✅
✅
ლოცვასავით ამეკვიატა😔😔😔
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები❗️
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი❗️
ტერენტი გრანელი
უფალი ყოფილიყოს თვითეული თქვენთაგანის და ჩვენი ქვეყნის მფარველი🙏🙏🙏
ჯვართამაღლებას გილოცავთ❗️” – წერს იზა ომაძე