სამხრეთ სუდანში შეტაკებები გრძელდება. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ სუდანში, ჰილდე ჯონსონის განცხადებით მსოფლიოს ყველაზე ახლგაზრდა ქვეყანაში სამხრეთ სუდანში 11 დღეში დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი.
50 ათასს აღწევს ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც მიატოვეს სახლები და შეაფარეს თავი გაეროს თავშესაფრებს.
ამჟამად მუშაობას ატარებენ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. სამხედროების რეგიონში შეყვანა დაიწყება 48 საათის განმავლობაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბანკი მუნის განცხადებით, უშიშროების საბჭოსგან მოითხოვეს, სამხრეთ სუდანში 5.500 სამხედრო ჯარისკაცის, სამი თავდასხმითი ვერტმფრენის, სამი მრავალ ფუნქციური დანიშნულების ვერტმფრენის, ერთი C130 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის და საპოლიციო ძალების შეგზავნა.
უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, სამხრეთ სუდანში ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდოს 12 500 ათასამდე, ხოლო საერთაშორისო პოლიციის რაოდენობა აიყვანოს 323 ათასამდე თქვა ბანკი მუნმა.
28.12.13